„თავისუფალი საქართველო“ პოლიტიკური კომპრომისის გეგმას აქვეყნებს
პოლიტიკური გეგმის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
კუკავას განმარტებით, ვადა გაუვიდა ევროკომისიის ე.წ. ულტიმატუმს საქართველოს მთავრობის მიმართ და იწყება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.
„თავისუფალი საქართველო“ ემიჯნება ე.წ. პროდასავლური ოპოზიციის მიდგომას სანქციების ამოქმედებასთან დაკავშირებით და იმავდროულად მიმართავს ევროკომისიას, ერთი თვით გადაავადოს სანქციების ამოქმედების ვადა, ხოლო სანქციების წინაპირობებიდან ამოიღოს მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ლგბტ პროპაგანდასთან და „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობასთან, სხვა საკითხებზე კი გააგრძელოს დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან.
„ამ საკითხებში ევროკომისიის მოთხოვნებს არ იზიარებს საქართველოს მოსახლეობის 90%“ – აღნიშნა კუკავამ.
„თავისუფალი საქართველო“ საქართველოს ხელისუფლებასაც მიმართავს და მოუწოდებს, გადახედონ ხისტ დამოკიდებულებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და დაადასტურონ მზადყოფნა დიალოგისათვის (გარდა ლგბტ და სხვა მიუღებელი დათმობებისა).
კახა კუკავამ ბრიფინგზე დიალოგისა და კომპრომისის 4 შესაძლო საკითხი დაასახელა:
„თავისუფალი საქართველო“ თხოვნით მიმართავს იტალიის, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებს, რომ მათ იკისრონ შუამავლის როლი საქართველოსა და ევროკომისიას შორის ურთიერთობებში კომპრომისის მისაღწევად.