დაფინანსება

პეტიციები

უარი ახალ პანდემიურ ხელშეკრულებას

უარი ახალ

პანდემიურ ხელშეკრულებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ატონ ირაკლი კობახიძეს

პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ  შალვა პაპუაშვილს

საზოგადოებრივი მოძრაობა „გენოფონდის დაცვის ალიანსი“-ს მ ი მ ა რ თ ვ ა

ცნობილია, რომ ჯანმოს მიერ განცხადებულ მოსალოდნელ პანდემიასთან (2025-2028) დაკავშირებით, მზადდება „პანდემიის ახალი ხელშეკრულება“ და მუშავდება  საერთაშორისო მედიკო-სანიტარულ წესებში (2005წ) შესატანი ცვლილებები. 

რეალურად, დგას  ჯანმოს უფლებების გაფართოების საკითხი, რადგან,  ახალი პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში, ჯანმოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ექნება  არა  რეკომენდაციის  ხასიათი, როგორც ეს ამჟამად არის, არამედ სავალდებულო!

ადგილობრივ ხელისუფლებას აღარ ექნება  დამოუკიდებლად გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილება, რაც პრქტიკულად  ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს! ამის  გამო ბევრი ქვეყანა უარს აცხადებს ამ დოკუმენტების რატიფიკაციაზე, რომელიც  მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის 77-ე (მაისის) ასამბლეაზეა დაგეგმილი.

მოვითხოვთ - საქართველოს მთავრობამ უარი თქვას ამ დოკუმენტებზე ხელმოწერაზე, რათა არ შეიბღალოს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური პრინციპები და ახლო მომავალში, არ აღმოვჩნდეთ ისეთ პირობებში, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანებას, მრავალმხრივ დაზარალებას, რადგან ვერცერთი უცხოური ორგანიზაცია ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებს, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული, კულტურული, ეთნიკური და ეკოლოგიური თავისებურებები!

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია,  ამ და მსგავსი დოკუმენტების მიღებამდე, მათი გასაჯაროება და სათანადო განხილვა.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზრი და მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება ჩვენ მიერ არჩეული მთავრობისა და პარლამენტის მიერ!

იხილეთ მეტი
სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლების მიმართვა

სს „საქართველოს რკინიგზის“

თანამშრომლების მიმართვა

სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს ბატონ დავით ფერაძეს

 

ბატონო დავით,

როგორც ცნობილია, სს „საქართველოს რკინიგზა“ შემოვლითი რკინიგზის ხაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას გადასცემს თბილისის მერიას (საერთო ჯამში 70 ჰა ტერიტორია).

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის გადანაწილება სხვადასხვა პირებზე ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდიდან დაიწყო, მაგალითისთვის: 2009 წელს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი გადაეცა ყოფილ შს მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას. რკინიგზის საკუთრებაში მყოფი რამდენიმე სკვერი და საბავშვო ბაღის შენობა, ასევე, გასხვისდა სხვადასხვა პირებზე.

მოთხოვნა:

  1. ცივილიზებულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, გთხოვთ, სს „საქართველოს რკინიგზის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან გამოყოთ ტერიტორია კომპანიის თანამშრომელთა ამხანაგობისთვის სიმბოლურ ფასად გადასაცემად, რათა ამ ტერიტორიაზე განხორციელდეს კომპანიის ყველაზე უფრო მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი თანამშრომლებისთვის მრავალბიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა (თბილისის მერიასთან შეთანხმებული პირობების დაცვით).
  1. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ, აღნიშნულ საკითხზე დანიშნოთ საჯარო სხდომა და უზრუნველყოთ განხილვაში განმცხადებელთა მონაწილეობა.

პატივისცემით,

სს „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები:

იხილეთ მეტი