პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი - კახა კუკავა აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განკარგულებით წელიწადნახევრის წინ შეჩერებული იძულებითი გამოსახლების პროცესები მთელ საქართველოში განახლდა.
"ასობით ადამიანმა თბილისში და რეგიონებში მიიღო ოფიციალური შეტყობინება რომ დაგეგმილია მათი გამოსახლებები. ეს არ არის მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის ან თუნდაც ერთი სოციალური ჯგუფის პრობლემა. პრობლემური მოვალეების სიაში შეყვანილია 400 000-ზე მეტი ადამიანი. მათი გამოსახლება ათი ათასობით არაბის ჩასახლების ფონზე, ნიშნავს იმას რომ ივანიშვილი გეგმავს საქართველოში მკვიდრი მოსახლეობის ჩანაცვლებას.
მოგიწოდებთ ყველას ხვალ 11-ის ნახევარზე შევიკრიბოთ დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მეოთხე კორპუსთან, სადაც დაგეგმილია პირველი აღსრულების პროცესი. დღეს სწორედ მოვალეთა ოჯახებზე და არა რუსთაველის გამზრზე გადის პროტესტის ხაზი.
თუ მოვახერხებთ შევაჩეროთ იძულებითი აღსრულების პროცესი, ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მაშინ, გვექნება იმის ძალაც რომ შევცვალოთ მთლიანობაში ივანიშვილის რეჟიმის მძარცველური პოლიტიკა, და თუ ვერ შევძლებთ კონკრეტული ადამიანების დაცვას მაშინ არც ეს ადამიანები არ დაგვიდგებიან გვერდში.
ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციურ პარტიებს, ოპოზიციურ მედიას, საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს შევიკრებოთ ხვალ დილით 11-ის ნახევარზე დიღომში.