დაფინანსება

კახა კუკავამ საპენსიო

რეფორმის პროექტი წარმოადგინა

ღეს ლიბერთი ბანკის ფილიალთან პენსიონერებთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი გამართა თავისუფალი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა ავამ და სასიო რეფორმის პროექტი წარმოადგინა.

პროექტი ითვალისწინებს მინიმალური ენსის გათანაბრებას პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების 10 პროცენტთან.

“ჩვენ არ გამოვდივართ პოპულისტური დაპირებებით, როგორც ამას სხვა პარტიები აკეთებენ, რომ პენსია უნდა 800 ლარი იყოს, 800 ევრო ან 800 დოლარი. შეუძლებელია პენსიის ნახტომისებური ზრდა არსებული ბიუჯეტის პირობებში. თუმცა შესაძლებელია დადგინდეს თანაფარდობა პენსიასა და უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების ანაზღაურებას შორის. არ შეიძლება რომ პენსიებს ვიღებდეთ ისე როგორც უჭირს საქართველოს ეკონომიკას, ხოლო ხელფასებს ჩვენი მინისტრები და დეპუტატები იღებდნენ ისე, როგორც საფრანგეთშია. ამიტომაც გამოვდივართ ინიციატივით მინიმალური პენსია მიებას პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურებას და ავტომატურად, როდესაც გაიზრდება პარლამენტარის ხელფასი, ზუსტად იგივე პროცენტით გაიზრდება მინიმალური პენსიაც. შესაბამისად თუ ეს რეფორმა დამტკიცდება, დაჯდება ფინანსთა მინისტრი და მოიფიქრებს, მოიძიებს სახსრებს, პენისია გაიზრდება 1000 ლარამდე, თუ დეპუტატის ხელფასი შემცირდება 3.500 ლარამდე, ან მოიძებნება სხვა შუალედური ბალანსი, რომელიც ბევრად უფრო სამართლიანი იქნება ვიდრე დღევანდელი უსინდისო უთანასწორობა.”

კახა კუკავას პროექტ ხელი მოაწერეს პენსიონერება. ხელმოწერები პროექტზე შესაძლებელია თავისუფალი საქართველოს ვებ-გვერდზე online: www.freegeo.ge/ge/პეტიციები/პენსიები