საქართველოში, გარდა იმისა რომ პენსია ერთერთი ყველაზე დაბალია მთელს ცივილიზებულ სამყაროში (350 ლარი), იმავდროულად არის ერთ-ერთი ყველაზე უსინდისო უთანასწორობა, სხვადასხვა მაღალჩინოსნების ხელფასებთან და პრემიებთან მიმართებაში. შესაბამისად ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და ვითხოვთ არა პენსიის გაზრდას არარეალურ რაოდენობამდე, არამედ გონივრული თანაფარდობის დადგენას: რომ მინიმალური პენსია შეადგენდეს პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების 10%-ს.
თუ ბიუჯეტს აქვს შესაძლებლობა შეუძლია ხელისუფლებას გაზარდოს პენსიები შესაბამის რაოდენობამდე, და თუ ბიუჯეტს ასეთი შესაძლებლობა არ აქვს, მაშინ ეკონომია უნდა გაკეთდეს არა მარტო პენსიონერებზე, არამედ სახელმწიფო ჩინოვნიკებზეც.