დაფინანსება

ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი შენობის მშენებლობას ,,თავისუფალი

საქართველოს" წევრი ნიკოლოზ ანთაძე ეხმაურება

,,თავისუფალი საქართველო" დაუშვებლად მიიჩნევს ბათუმის ბულვარში 16 სართულიანი შენობის აშენებას.

მოგეხსენებათ ბათუმის ბულვარში იგეგმება 16 სართულიანი შენობის აშენება, რომლის მშენებლობასაც კომპანია ,,ამბასადორ ბათუმი" გეგმავს. ამ კომპანიას, არჩევნების შემდეგ 16-სართულიანი მშენებლობის უფლების გასცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ.

,,თავისუფალი საქართველო" მიიჩნევს, რომ დაუშვებელია 16-სართულიანი შენობის აგება ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ფაქტობრივად ერთადერთი რეკრეაციული ზონაა ბათუმისთვის.

ბათუმის ბულვარი არ არის არც მთავრობის, არც რიჟვაძის ან ვინმე სხვა კონკრეტული პიროვნების საკუთრება, ის ეკუთვნის ამ ქალაქის მაცხოვრებლებს და საზოგადოება არ დაუშვებს, რომ კანონის დარღვევის გზით მას წაართვან კულტურული მემკვიდრეობა და მწვანე ზონა - წერს ნიკოლოზ ანთაძე.