თუ გამოგიწერეს ადმინისტრაციული ჯარიმა (საპატრულო, პარკინგის ან ა.შ.) შენ შეგიძლია გაასაჩივრო ჯარიმა და საქმის განხილვის დასრულებამდე (რაც შეიძლება რამოდენიმე წელი გაგრძელდეს) ჯარიმას არ გადაიხდი.
აქ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ საპატრულო და პარკინგის ჯარიმის გასაჩივრების ფორმები, შეავსოთ და თავად გააგზავნოთ ფოსტით:
საპატრულო ჯარიმები მისამართზე: თბილისი, ნოე რამიშვილის 38
პარკინგის ჯარიმები მისამართზე: თბილისი, ჟიული შარტავას 7
ყურადღება:
- მას შემდეგ რაც მოგივათ საჩივრის განხილვაზე პასუხი ადმინისტრაციული ორგანოდან (თბილისის მერია ან საპატრულო პოლიცია) 10 დღის ვადაში ეს პასუხი უნდა გაასაჩივროთ სასამართლოში. ამისთვის უნდა ჩამოტვირთოთ სასამართლოში შესატანი საჩივრის ფორმა: საპატრულო ჯარიმებზე ან პარკინგის ჯარიმებზე.