დაფინანსება

პარტია „თავისუფალი საქართველო“ უსამძიმრებს ირანელ

ხალხს ირანის პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

პარტია „თავისუფალი საქართველო“ უსამძიმრებს ირანელ ხალხს ირანის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება იბრაჰიმ რაისის და მთავრობის სხვა მაღალი რანგის წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ ირანის ხალხი და მთავრობა შეძლებენ შეინარჩუნონ სტაბილურობა და განვითარების კურსი, რომელიც არის მთელი რეგიონის უსაფრთხოების გარანტი.