საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს
პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს
საზოგადოებრივი მოძრაობა „გენოფონდის დაცვის ალიანსი“-ს მ ი მ ა რ თ ვ ა
ცნობილია, რომ ჯანმოს მიერ განცხადებულ მოსალოდნელ პანდემიასთან (2025-2028) დაკავშირებით, მზადდება „პანდემიის ახალი ხელშეკრულება“ და მუშავდება საერთაშორისო მედიკო-სანიტარულ წესებში (2005წ) შესატანი ცვლილებები.
რეალურად, დგას ჯანმოს უფლებების გაფართოების საკითხი, რადგან, ახალი პანდემიის გამოცხადების შემთხვევაში, ჯანმოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას ექნება არა რეკომენდაციის ხასიათი, როგორც ეს ამჟამად არის, არამედ სავალდებულო!
ადგილობრივ ხელისუფლებას აღარ ექნება დამოუკიდებლად გადაწყვეტილებათა მიღების უფლებამოსილება, რაც პრქტიკულად ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვას ნიშნავს! ამის გამო ბევრი ქვეყანა უარს აცხადებს ამ დოკუმენტების რატიფიკაციაზე, რომელიც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის 77-ე (მაისის) ასამბლეაზეა დაგეგმილი.
მოვითხოვთ - საქართველოს მთავრობამ უარი თქვას ამ დოკუმენტებზე ხელმოწერაზე, რათა არ შეიბღალოს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური პრინციპები და ახლო მომავალში, არ აღმოვჩნდეთ ისეთ პირობებში, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანებას, მრავალმხრივ დაზარალებას, რადგან ვერცერთი უცხოური ორგანიზაცია ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული, კულტურული, ეთნიკური და ეკოლოგიური თავისებურებები!
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია, ამ და მსგავსი დოკუმენტების მიღებამდე, მათი გასაჯაროება და სათანადო განხილვა.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზრი და მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება ჩვენ მიერ არჩეული მთავრობისა და პარლამენტის მიერ!