დაფინანსება

კახა კუკავამ პენსიონერ ქალბატონს

თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტი გადასცა

დღეს თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტი გადასცა პენსიონერ ქალბატონს, კონკრეტულად ერთ-ერთი მედიკამენტი (კრესტორი), რომელიც “ქართულ ოცნებასთან”
დაკავშირებულ სააფთიაქო მონოპოლიებში 49 ლარად იყიდება, კახა კუკავამ ქალბატონს 8 ლარად გადასცა.

“თავისუფალი საქართველო” გამოდის მუნიციპალური აფთიაქის შექმნის ინიციატივით, სადაც გაიყიდება სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები, რომელთა გამოწერაც შესაძლებელი იქნება უშუალოდ თურქეთიდან ფასნამატის გარეშე.

კახა კუკავამ ქალბატონს აუხსნა, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში “თავისუფალი საქართველო” ხმების საკმარის რაოდენობას მიიღებს, მედიკამენტები თურქეთიდან იმპორტირებული იქნება მთლიანად დედაქალაქისთვის საჭირო რაოდენობით, და შესაძლებელი იქნება ფასების კიდევ უფრო მეტად შემცირება.

“რეალურად, ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია, ფასების შემცირდეს არა მხოლოდ
მედიკამენტზე არამედ ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტზე, რომელსაც დღეს ხელოვნურადაკონტროლებენ კობახიძის, მდინარაძის, და სხვა კორუფციული კლანები” - გადაცხადა კახა კუკავამ.