დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ და საქართველოს რკინიგზიდან დათხოვნილმა - გია ყრუაშვილმა სარჩელი შეიტანეს.
„საქართველოს რკინიგზაში“ და სხვა სახელმწიფო უწყებებშიც მიმდინარეობს პროფესიონალი კადრების გათავისუფლება და მათ ნაცვლად პარტიული აქტივის დასაქმება. გია ყრუაშვილი 5 შვილის, მათ შორის შშმ პირის - ლაზარეს მამა „საქართველოს რკინიგზიდან“ ყოველგვარი მიზეზისა და დასაბუთების გარეშე 1-ლ აგვისტოს გაათავისუფლეს“ - აღნიშნა კუკავამ.
ამასთან გია ყრუაშვილი არის ერთ-ერთი დამსახურებული რკინიგზელი, 42 წლისანი პროფესიული სტაჟით, მასთან ერთად გათავისუფლებული იქნენ სხვა პროფესიონალი რკინიგზელებიც, ხოლო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად რკინიგზაზე დასაქმებული „ქართული ოცნების“ პარტ-აქტივი რომლებსაც არასდროს არანაირი შეხება „საქართველოს რკინიგზასთან“ არ ჰქონიათ კვლავინდებურად მრავალათასიან ხელფასებს იღებენ.
სასამართლოში გია ყრუაშვილის და რკინიგზიდან დათხოვნილი სხვა თანამშრომლების უფლებებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კუკავა დაიცავს.
მისი განცხადებით წერტილი უნდა დაესვას საჯარო სამსახურებში თანამდებობებზე პარტიული ნიშნით ადამიანების დაწინაურებას და პროფესიონალების დევნას, რაც „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანი გახდა.
განცხადება გააკეთა თავად გია ყრუაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა რომ „საქართველოს რკინიგზაში“ ადგილი აქვს მრავალმილიონიან კორიფციულ გარიგებებს, რომელშიც ჩართული არიან რკინიგზის უმაღლესი ხელმძღვანელობა და მათ მფარველობას უწევენ სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები.
ყრუაშვილის თქმით მან შესაბამისი მასალები საგამოძიებო ორგანოებს უკვე მიაწოდა, უახლოეს დღეებში ზ/ა მასალები გამოქვეყნდება და ცნობილი გახდება ფართო საზოგადოებისთვის.