დღეს 19:00 საათზე, რუსთავში, კაპანაძის ქუჩა N7-ზე, გიორგი ლეონიძის ძეგლთან გაიმართა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ რუსთავის პარტიული სიის წარდგენა.
ღონისძიების ფარგლებში პარტიის წარმომადგენლებმა საზოგადოებას გააცნეს ადგილობრივი სიის წევრები და ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც „თავისუფალი საქართველო“ რუსთავში გეგმავს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე, სამართლიანი ეკონომიკური გარემოს შექმნასა და ქალაქის განვითარების სტრატეგიებზე.
პარტიის ლიდერების განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ მზად არის, რუსთაველ ამომრჩევლებს შესთავაზოს რეალისტური და განხორციელებადი პროგრამა, რომელიც პირველ რიგში მოქალაქეთა ინტერესებს ემსახურება.