დაფინანსება

"თავისუფალი საქართველო" მთავრობას რკინიგზის გასხვისების

საკითხზე 4 კითხვით მიმართავს

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს  

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრს  

საქართველოს პრემიერ-მინისტრს  

რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ საქართველოს რკინიგზის ახალქალაქი-ყარსის მონაკვეთი გავიდა საქართველოს რკინიგზის მმართველობის სფეროდან და მას ერთობლივი ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია გააკონტროლებს. ზ/ა გამომდინარე გთხოვთ, მოგvცეთ საჯარო ინფორმაცია და განმარტება:  

1.    რა სარგებელს მისცემს და რა უპირატესობებს/ ან ზიანს გამოიწვევს ახალი კომპანია ქართულ მხარისათვის მართვის ძველ მოდელთან შედარებით?  

2.    რა თანხა შეადგინა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობამ და როგორ განაწილდა ზემოაღნიშნული ხარჯები ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის?

3.    რა ეკონომიკური მოგება მისცა ან მომავალში მისცემს საქართველოს ზემოაღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა?  

4.    ხომ არ აისახა უარყოფითად ახალი სარკინიზო მონაკვეთი საქართველოს ტრადიციულ სატრანსპორტო მიმართულებებზე, მათ შორის ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებზე?  

ასევე ვსარგებლობთ შესაძლებლობით და გვსურს გკითხოთ:

5.    2024 წელს აღმოჩენილი "სკანდალურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების" შემდეგ შეიცვალა თუ არა რაიმე საზღვრის დელიმიტაციის პროცესში დავითგარეჯის სადავო მონაკვეთის სტატუსთან დაკავშირებით?

6.    საქართველოს რომელიმე პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ან საერთოდ ვინმემ აზერბაიჯანულ მხარესთან შეხვედრებზე საერთოდ ახსენა თუ არა დავითგარეჯის საკითხი? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ზ/ა დამადასტურებელი ბმულები, რადგან აზერბაიჯანის სამთავრობო საიტებზე მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით ქართულ მხარეს საერთოდ არ შეუტანია დავით გარეჯის საკითხი ურთიერთობების დღის წესრიგში.  

პატივისცემით,  კახა კუკავა  

„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე