დღეს აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ბრიფინგი გამართა პარტია “თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ. მისი თქმით მთავრობამ განაახლა იძულებითი აუქციონები და იძულებითი გამოსახლებები.
“ყველას გახსოვთ 2024 წლის იანვარში კიკელიძის ქუჩაზე დაპირისპირება სააღსრულებო პოლიციასთან. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ამ დაპირისპირების შემდეგ შეაჩერა იძულებითი გამოსახლებები, თუმცა უკვე თვეზე მეტია ირაკლი კობახიძის განკარგულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახლდა როგორც იძულებითი აუქციონები, ისე იძულებითი გამოსახლებები.
ერთადერთი გზა რომ ამ უკანონობას დავუპირისპირდეთ არის სასამართლო, რომელიც ისევ მათ ხელშია. რამოდენიმე წლის წინ “ოცნება” თავად ატყუებდა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს, რომ ერთადერთი ბინას არავის არ გაუყიდიდნენ, თუმცა ამ წუთებში ასობით ბინა იყიდება ამ შენობაში ელექტრონულ აუქციონზე. რაც ყველაზე დიდი უსინდისობაა, იუსტიციის მინისტრის მბრძანების მიხედვით ბინა შეიძლება გაიყიდოს ღირებულების 5 პროცენტად, რის შემდეგაც იწყება იძულებითი გამოსახლების პროცესი.
სანამ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” იქნება ეს უსინდისობა არ დამთავრდება, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ 4 ოქტომბერს მოდით და შემოხაზეთ N 7.”