დაფინანსება

კახა კუკავა: არცერთი ნაცი წულუკიანის

კომისიას არ დაუჭერია

კახა კუკავა: არცერთი ნაცი წულუკიანის კომისიას არ დაუჭერია 

დღეს პარლამენტის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს “თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კავამ და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს დაზარალებულმა - ირაკლი ხომასურიძემ, რომელმაც საპროტესტო აქციის დაშლის დროს თვალი დაკარგა.

“როგორც წულუკიანის კომისიის შექმნისთანავე განვაცხადეთ ეს კომისია იყო ფარსი და მასკარად. არც ერთი ადამიანის მიმართ სამართლიანობა არ აღდგენილა ე.წ გამოძიების შედეგად. არცერთ ადამიანი რომელსაც ზიანი მიაყენეს კონკრეტულმა დამნაშავეებმა, პროკურატურას დაზრალებულად არ უცვნია. არცერთ ადამიანს რომელსაც ქონება წაართვეს ქონება არ დაბრუნებია. მათ შორის არის ირაკლი ხომასურიძე, რომელმაც თვალი დაკარგა საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პარადოქსია მაგრამ ის კომისიაზე არ დაუშვეს, ეტყობა მასზე უფრო მეტად ის ხალხი დაზარალდნენ რომლებიც კომისიის წინაშე გამოდიოდნენ.

სხვათაშორის დაზრალებულთა შორის ვარ მეც, უკანონოდ ვიყავით დაკავებული 7 ნოემბერსაც და 26 მაისსაც, თუმცა არც ჩემივის არავის არ ჩამოურთმევია ჩვენება.

და ეს ყველაფერი ლოგიკურია თუ გავიხსენებთ რომ დღეს ხელისუფლების, როგორც საკანონმდებლო ისე აღმსრულებელ რგოლში თავიდან ბოლომდე დაკომპლექტებული პორტირებული ნაცებით და ი ადამიანებით, ვინც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად წინა რეჟიმს ებრძოდნენ, ან გაგდებულები არიან ხელისუფლებიდან (როგორც მაგალითად გომელაური), ან მა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები მზადდება (როგორც მაგალითად ღარიბაშვილის წინააღმდეგ).

დღეს ჩვენ ვეუბნებით ირაკლისაც, და მასთან ერთად ყველას, ვინც წინა და დღევანდელი რეჟიმის მიერ იქა რეპრესირებული, დასახიჩრებული, თუ დარეკეტებული. თავისუფალი საქართველო იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბოლომდე მიიყვანს სამართლიანობის აღდგენის პროცესს, თითოეულ დამნაშავეს აგებინებს პასუხს და თითოეულ დაზარალებულს აღდგენს თავისუფლებებში”.

კუკავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა წინა რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ და ამ რეჟიმის მიერ მოტყუებულ ადამიანებს არჩევნებში მხარი დაუჭირონ "თავისუფალ საქართველოს" N7.