დაფინანსება

კახა კუკავა ეროვნული

გვარდიის ვეტერანებს შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კუკავა ეროვნული გვარდიის ვეტერანებს შეხვდა.შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტ გამსახურდიას ერთგული გვარდიის შენაერთების მეთაურები და მებრძოლები. 

კახა კუკავამ გვარდიელებს გააცნო საკუთარი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები, განსაკუთრებული ყურადღება გაკეთდა 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების გამოძიებაზე, გოგა ხაინდრავას და სხვა სამხედრო დამნაშავეების დასჯაზე და დაზარალებულთა უფლებების აღდგენაზე. 

შეხვედრაზე გვარდიელებმა კახა კუკავას გადასცეს ეროვნული გვარდიის სარდლის - ვახტანგ ქობალიას მხარდაჭერის წერილი, რომელიც შეხვედრას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.