თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა ცოტნე დადიანის ქუჩაზე ნაძალადევის ამომრჩეველს შეხვდა და მას მაჟორიტარობის კანდიდატი მარიამ კაკიაშვილი წარუდგინა.
კუკავამ ამომრჩეველს გააცნო თავისუფალი საქართველოს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები: საბანკო კრიზისის მოგვარება, ქალაქში უკონტროლო მშენებლობის შეწყვეტა, მონოპოლიური ფასების გაუქმება და ასე შემდეგ.
თბილისის მერობის კანდიდატი შეხვედრებს ხვალ დედაქალაქის სხვა უბნებში გააგრძელებს.