პარტია „თავისუფალი საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი პოლიტიკოსის ჟან-მარი ლე პენის გარდაცვალების გამო, რომელიც სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ფრანგული კონსერვატიზმის, არამედ მთელი დასავლური კონსერვატიზმის ლიდერად და ფუძემდებლად. ათწლეულების განმავლობაში ის მარტო იბრძოდა ლიბერალური სიბნელის წინააღმდეგ და მოესწრო ლიბერალების ისტორიული დამარცხებას აშშ-ს არჩევნებში, და სულ ცოტა დააკლდა რათა საკუთარ ქვეყანაშიც ეზეიმა გამარჯვება.
ქართველ ხალხს ახსოვს, რომ ის იყო ერთადერთი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელმაც დაგმო 1992 წელს საქართველოში განხორციელებული სამხედრო გადატრიალება, რომელიც ერთობლივად დაგეგმეს რუსეთისა და ამერიკის ხელისუფლებამ.