დაფინანსება

კახა კუკავამ სამთავრობო ტელეკომპანიების, "იმედის" და

"რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა

დღეს კომუნიკაციების კომისიაში თბილისის მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ საჩივარი შეიტანა სამთავრობო ტელეკომპანიების "იმედის" და "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ.

კუკავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მის საარჩევნო კამპანიას სამართლიანად არცერთი ტელევიზია არა შუქებს და ყველგან ადგილი აქვს არათანაბარი მიდგომას, ეს ორი ტელეკომპანია განსაკუთრებით უსინდისოდ იქცევა.

"სხვა არხებზე საკუთარი დამფუძნებლის პარტიას აშუქებენ კვირაში ორასჯერ, თუმცა შეიძლება ჩვენც დაგვითმონ 30-40 წამი, რა თქმა უნდა ეს უსინდისობაა, თუმცა "იმედი" და "რუსთავი 2" მაინც უსინდისობის პიკია, დღეის მდგომარეობით ჩვენ ამ არხებზე გვეთმობა ზუსტად 0 წუთი და 0 წამი. ასეთი რამ არ ახსოვს ამ ტელეკომპანიებს მაშინაც კი როცა მიტაცებული იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ. სამწუხაროდ მას შემდეგ უკეთესობისგან ნამდვილად არაფერი შეცვლილა. "იმედი" დღესაც იმ ხალხის ხელშია ვინც 2007 წლის ნოემბერში ის დაარბია და ასევე რეკეტიორის ქიბარ ხალვაშის ხელშია "რუსთავი 2". ჩვენ ამ ეტაპზე ვითხოვთ რეაგირებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან. თუმცა არჩევნების შემდეგ დღის წესრიგში უნდა დადგეს როგორც ერთი, ისე მეორე ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხი."

კომუნიკაციების კომისია "თავისუფალი საქართველოს" საჩივარს უახლოეს დღეებში განვიხილავს.