თბილისის მერობის კანდიდატი - კახა კუკავა დღეს გლდანის ამომრჩეველს შეხვდა.
კუკავამ ამომრჩეველს გააცნო "თავისუფალი საქართველოს" საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები: საბანკო კრიზისის მოგვარება, ქალაქში უკონტროლო მშენებლობის შეწყვეტა, მონოპოლიური ფასების გაუქმება და ასე შემდეგ.
თბილისის მერობის კანდიდატი შეხვედრებს დედაქალაქის სხვა უბნებში გააგრძელებს.