დაფინანსება

კახა კუკავა: მერიამ უნდა

დაასრულოს საწვავის მონოპოლია

კახა კუკავა: მერიამ უნდა დაასრულოს საწვავის მონოპოლია

 

დღეს ქალაქის გასასვლელთან მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან ბრიფინგი გამართა

“თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატმა - კახა კუკავამ, რომელმაც ჟურნალისტებს

გააცნო სხვაობა საწვავზე ფასებში ბრენდირებულ და არა ბრენდირებულ სადგურებზე:“

თქვენ ხედავთ რომ ამ არა ბრენდირებულ სადგურზე პრემიუმ კლასის საწვავის ფასი შეადგენს 2

ლარს და 60 თეთრს, მაშინ როდესაც ყველა ბრენდირებულ სადგურზე ფასი 3 ლარს და 10 თეთრს

აღემატება. მინიმუმ 50 თეთრიანი სხვაობა გამოწვეული არის მონოპოლიით, როდესაც ქალაქის

ცენტრალურ რაიონებში ნებადართულია მხოლოდ ბრენდირებული სადგურებენ. ისევე როგორც

მედიკამენტებზე საწვავზეც დაწესებულია მონოპოლიებს შორის კარტელური შეთანხმება. როდესაც

ბენზინი ორი ლარი ღირდა, ივანიშვილი ამტკიცებდა რომ ერთი ლარი სააკაშვილის ჯიბეში

მიდიოდა. ახლა როცა ბენზინი სამი ლარი ღირს, საინტერესოა ვის ჯიბეებში მიდის კორუფციული

წილი?

თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა როგორ უნდა გაიაფდეს

მედიკამენტები და როგორ უნდა გაიაფდეს საწვავი. ჩვენ გავცემთ ახალ ნებართვებს

ბენზინგასამართ სადგურებზე, რომლებიც საწვავს მომხმარებელს საბაზრო და არა მონოპოლიურ

ფასში მიაწოდებენ. იგივე უნდა შეეხოს სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებსაც.

აქვე წინასწარ ვუპასუხებ კრიტიკოსებს და ვიტყვი, ხარისხი ანი ბრენდირებულ და არა

ბრენდირებულ სადგურებზე ერთნაირად კონტროლდება, და მათ მიმართ კანონი ერთი და იგივე

მოთხოვნებს აწესებს. ასე რომ ფასთა შორის სხვაობის გამომწვევი მიზეზი მონოპოლიაა და არა

ხარისხი. მით უფრო, თავად მონოპოლისტებიც კი ერთი და იგივე საწვავს, საკუთარი კომპანიის

ბრენდირებულ და არა ბრენდირებულ სადგურებზე სხვადასხვა ფასად ყიდიან”.

საყურადღებოა რომ ოფიციალურად ვითომ არსებობს საქართველოს მთავრობის ე.წ.

კონკურენციის სააგენტო, თუმცა საწვავისა და მედიკამენტების ფასებს, რაღა თქმა უნდა ახლოსაც

არ ეკარება