„მიმდინარე აუქციონების ფარგლებში ჩვენი მოქალაქეების უძრავი ქონება იყიდება ნახევარ და ხშირად კიდევ უფრო დაბალ ფასებში, იუსტიციის სამინისტროს მიერ, რაც არის ანტიონსტიტუციური, თუმცა ამ საკითხზე ჩვენი სარჩელის განხილვას ჯერ კიდევ ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოში“, – ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.
კუკავას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილია არაერთი განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების სახით - აუქციონის შეჩერების შესახებ.
კახა კუკავა მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ ეს საქმეები განიხილონ პრიორიტეტულად, ის აღნიშნავს რომ კანონშიც ასეა განსაზღვრული და 24 საათში უნდა იქნეს განხილული ამ ტიპის განცხადებები, თუმცა ხშირ შემთხვევებში მოსამართლეები გადატვითულობის საბაბით ამ ვადაში ვერ ეტევიან.
„მოვუწოდებ მოსამართლეებს, როდესაც შემოდის განცხადება აუქციონის გადადებაზე ან შეჩერებაზე მხარის მოთხოვნით ეს საკითხი უნდა იქნეს განხილული საპროცესო ვადაში და გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ერთი კონკრეტული ქართული ოჯახის ყოფნა არ ყოფნას შეეხება საკითხი, ასეთი განცხადებები ჩვენ შეტანილი გვაქვს სასამართლოში ასობით“. - განაცხადა კუკავამ.