დაფინანსება

"თავისუფალი საქართველო" სოლიდარობას უცხადებს

მარინ ლე პენს

"თავისუფალი საქართველო" სოლიდარობას უცხადებს საფრანგეთის ოპოზიციის ლიდერს - მარინ ლე პენს. საფრანგეთის პოლიტიკურად მოტივირებული და კორუმპირებული სასამართლო სახელს უტეხავს საკუთარ ქვეყანას,  რომელიც უკვე ორი საუკუნეა მსოფლიოში დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება. სიახლე, რომ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსს სასამართლომ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, რამდენიმე წლის წინ შეიძლება წამოსულიყო მხოლოდ აფრიკის ან შუა აზიის სახელმწიფოებიდან. განსაკუთრებით ცინიკურია პარიზის სასამართლოს ზ/ა გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც მაკრონი დემოკრატიის სტანდარტებს უქადაგებს ნახევარ მსოფლიოს, მათ შორის ჩვენს ქვეყანას - საქართველოს. 

"თავისუფალი საქართველო" სოლიდარობას უცხადებს ქალბატონ ლე პენს და მთლიანად საფრანგეთის ეროვნულ გაერთიანებას, დარწმუნებული ვართ როგორც ნიუ-იორკის სასამართლომ ვერ შეაფერხა აშშ პრეზიდენტად ტრამპის არჩევა, ასევე ვერ შეძლებს საფრანგეთის კორუფციული პოლიტიკური სისტემა წინ აღუდგეს ფრანგი ხალხის ნებას და მარინ ლე პენი აუცილებლად გახდება საფრანგეთის პრეზიდენტი.