დაფინანსება

საქართველოს რკინიგზიდან შემცირებული გია

ყრუაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რკინიგზიდან შემცირებული გია ყრუაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს 

დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ფოიეში ბრიფინგი გამართა საქართველოს რკინიგზაზე შემცირებულმა გია ყრუაშვილმა. ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ბოლო დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან “მტრები” გაათავისუფლეს, რომელშიც კობახიძე სავარაუდოდ ღარიბაშვილისა და გომელაურის კადრებს გულისხმობდა. 

ყრუაშვილის თქმით ის პროფესიონალი რკინიგზელია და რკინიგზაზე მუშაობის 42 წლიანი სტაჟი აქვს და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს ადამიანებმა, რომლებსაც რკინიგზასთან არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ: გენერალურმა დირექტორმა - ლაშა აბაშიძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ - კოკა გუნცაძემ და თბილისის ფილიალის დირექტორმა - დაჩი ცაგურიამ. 

ყრუაშვილი აგრეთვე აცხადებს, რომ რკინიგზაზე ადგილი აქვს ელიტურ კორუფციას რისი დამადასტურებელი ფაქტებიც მან უკვე გადასცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომელსაც დღემდე რეაგირება არ მოუხდენია.