"თავისუფალი საქართველო" ულოცავს "ალტერნატივა გერმანიისათვის" წარმატებას რეგიონულ არჩევნებში, რომელსაც გადამწყვეტი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის. ათწლეულების მანძილზე ცდილობდა საერთაშორისო ლიბერალური ელიტა პოლიტიკური მონოპოლიის დამყარებას და დემოკრატიული ძალების მარგინალიზაციას, თუმცა თქვენი გუნდის უკომპრომისო და თანმიმდევრულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო.
იმედი გვაქვს უახლოეს პერიოდში "ალტერნატივა გერმანიისათვის" მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევთ ბუნდესტაგის არჩევნებში, რაც უფრო დემოკრატიულს გახდის არა მხოლოდ გერმანიის, არამედ ევროპის და მთლიანად მსოფლიოს პოლიტიკური ლანდშაფტს.