საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს იძულებითი გამოსახლებების
აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს
საინიციატივო ჯგუფი პარლამენტს იძულებითი გამოსახლებების აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. წინადადება მოიცავს შემდეგ კანონპროექტებს:
სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებულია ცვლილებები:
- სესხებზე წლიური პროცენტის ზედა ზღვარი შემცირდება 25% დან 15 %-მდე. ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც მევახშეებზე, ისე ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.
- შეიზღუდება სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოების ოდენობა, ასევე შუამავლებისთვის გადახდილი თანხები.
- ჯამში მრავალწლიანი კრედიტებზე დარიცხული პროცენტის და სხვა თანხების ზედა ზღვარი განისაზღვრება ძირი თანხის არაუმეტეს 100%.
- აიკრძალება ბანკების მიერ უძრავი ქონების ე.წ. კერძო აუქციონებზე გაყიდვა სააღსრულებო ფურცლის გარეშე;
„ნოტარიატის შესახებ“ კანონში გათვალისწინებულია ცვლილება რომლის მიხედვითაც:
- გაუქმდება სააღსრულებო ფურცლების გაცემა ნოტარიუსების მიერ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში გათვალისწინებულია ცვლილება რომლის მიხედვითაც:
- გაუქმდება გამოსახლების საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ აღსრულება.
„არბიტრაჟის შესახებ“ კანონში გათვალისწინებულია ცვლილება, რომლის მიხედვითაც:
- კერძო არბიტრაჟებს ჩამოერთმევა ფიზიკური პირების სასესხო და სხვა საქმეების განხილვის კომპეტენცია;
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში გათვალისწინებულია შემდეგი ცვლილებები:
- აიკრძალება უძრავი ქონების ჩამოფასება აუქციონებზე 70%-ზე დაბლა;
- აიკრძალება მოვალეების იძულებითი გამოსახლება ალტერნატიული ფართის შეთავაზების გარეშე;
- გარდა ამისა ყველა ზემოაღნიშნული ცვლილების განხილვამდე ვთავაზობთ პარლამენტს მიიღოს შესწორება კანონში რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება იძულებითი გამოსახლებები.
საკანონმდებლო წინადადებას ხელს აწერენ: კახა კუკავა, მარიამ კაკიაშვილი, მარინა ხატიაშვილი და სხვები.
იხ. სრულად.