დაფინანსება

"თავისუფალი საქართველო" ულოცავს "ალტერნატივა

გერმანიისათვის" წარმატებას ბუნდესტაგის არჩევნებში

"თავისუფალი საქართველო" ულოცავს "ალტერნატივა გერმანიისათვის" წარმატებას ბუნდესტაგის არჩევნებში, რომელსაც გადამწყვეტი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ მთელი კონტინენტისთვის. ათწლეულების მანძილზე ცდილობდა საერთაშორისო ლიბერალური ელიტა პოლიტიკური მონოპოლიის დამყარებას და დემოკრატიული ძალების მარგინალიზაციას, თუმცა თქვენი გუნდის უკომპრომისო და თანმიმდევრულმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო.

ლიბერალი მემარჯვენებისა და მემარცხეენის კოალიცია, რომელიც იქმნება თქვენი პარტიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თქვენი პოლიტიკური მოძრაობის მნიშვნელობას და ვფიქრობთ გერმანიის ხალხი საბოლოოდ დაინახავს რომ, რეალური ცვლილება შესაძლებელია არა სოციალ-დემოკრატების ქრისტიან-დემოკრატების პერიოდული ჩანაცვლებით ან პირიქით, არამედ მხოლოდ "ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდაჭერით.