დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ეროვნული მოძრაობის ვეტერანებთან

ურთიერთთანამშრომლობის საგანგებო მემორანდუმი გააფორმა

დღესთავისუფალი საქართველოსლიდერებმა და ეროვნული მოძრაობის ვეტარანებმა ხელი მოაწერეს ერთობლივად შემუშავებულ საგანგებო მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

„თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარის, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - თენგიზ ომანიძის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს ითვალისწინებს.

„30 წლის წინ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რომელიც ჯერაც არ არის სათანადოდ შეფასებული და გამოძიებული. საქმეები ახლაც პროკურატურის თაროზეა შემოდებული. „თავისუფალი საქართველომზად არის სამართლიანობის აღდგენისთვის პარლამენტიდან იბრძოლოს. იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს და იმ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც ეროვნული ფასეულობებითა და სულისკვეთებით არის გამსჭვალული“,- განაცხადა ომანიძემ.

მისივე თქმით, სამიათეული წელია ქვეყანას ნეოლიბერალები მართავენ, რაც თავის დროზე, კანონიერი ხელისუფლების დამხობით მოხდა.

მომავალი არ არსებობს წარსულისა და აწმყოს გარეშე, ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, აუცილებელია მკვეთრად გაიმიჯნოს, ვინ რა როლს ასრულებდა მაშინ, როდესაც ქართულ სახელმწიფოებრიობაზე რუსების მხარდაჭერით ძალადობდნენ“,- აღნიშნა თენგიზ ომანიძემ.

რაც შეეხება დღეს გაფორმებულ საგანგებო მემორანდუმს, იგი ხუთპუნქტიანია და მასში გათვალისწინებულია:


1) 1991- 92 წლებში სახელმწიფო გადატრიალების სამართლებრივი შეფასება;

2) სამხედრო გადატრიალებისა და რეპრესიების შედეგად დაზარალებული ადამიანების სამართლებრივი და მორალური რეაბილიტაცია სპეციალური კანონის საფუძველზე;

3) სამხედრო ფიცის ერთგული გვარდიის ვეტერანებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება, ასევე ვეტერანის სტატუსის ჩამორთმევა იმ პირებისთვის, რომლებიც სამხედრო გადატრიალებაში, პოლიტიკურ რეპრესიებსა და მოროდიორობაში მონაწილეობდნენ;

4) 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის ახალი რედაქციით აღდგენა საქართვეოს უზენაეს საბჭოსთან შეთანხმებით;

5) ეროვნული გმირების, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას, აგრეთვე რეპრესიების შედეგად დაღუპული პირების ხსოვნისადმი სათანადო სახელმწიფო პატივის მიგება.