დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ქართული მრეწველობის მხარდაჭერის

კამპანას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს

დღეს, „თავისუფალი საქართველოსაჭარის კომიტეტის ლიდერები ხელვაჩაურის მუნიცეპალიტეტის სოფელ მარადიდში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ მეჩაიეებს შეხვდნენ.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სულიკო მიქელაძის განცხადებით, საქართველოში არსებულმა ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყნის მრეწველობა მნიშვნელოვნად დააზარალა, რამაც უამრავი საწარმოს შეფერხება და საბოლოო გააჩერება განაპიობა.

საქართველოში, ათწლეულებია რაც ადგილობრივი მრეწველობის ნგრევა და სამუშაო ადგილების მასიური დაკარგვა მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, უამრავი ფაბრიკა-ქარხანა ჯართის ფასად გაიყიდა, ის რაც გადარჩა, იმდენად მიზერულია, რომ ამ საწარმოებში მუშახელის მცირე ჯგუფებიღა დარჩენილი, თუმცა იყო დრო, როდესაც ათიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული და ქვეყანაში დიდი რაოდენობის საექსპორტო პროდუქცია იქმნებოდა“, - განაცხადა სულიკო მიქელაძემ სოფელ მარადიდის ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში შეკრებილ მხარდამჭერებთან.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველოიღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას ინიციატივით მიმართოს, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის იგულისხმება: იმპორტისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შეზღუდვა სხვადასხვა სამართლებრივი და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე ადგილობრივი, ქართული წარმოების წახალისება სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით, თუ პირდაპირი სუბსიდირების გზით. მიქელაძის განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“, ასევე ორგანიზებას გაუწევს ქართული პროდუქტების პოპულარიზაციის მხარდამჭერ ფართომასშტაბიან კამპანიას.

აჭარას, მრეწველობის განვითარების უდიდესი რესურსი გააჩნია და ეს მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. ჩვენი პარტია ყველა დარგს დაეხმარება, მათ შორის ქართულ მეჩაიეობას, რომელიც წლების წინ განადგურდა. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოვყენოთ და პარლამენტში მუშაობის პირველივე დღეებიდან საკანონმდებლო დონეზე გავამახვილოთ ქართულ მრეწველობაზე ყურადღება. ჩვენს ქვეყანაში, არა იმპორტირებული პროდუქცია უნდა იყოს დომინანტი, არამედ მაღაზიის დახლები ქართული პროდუქციით უნდა გაჯერდეს. ამისთვის კითავისუფალი საქართველო 1 ნოემბრიდან, უკვე პარლამენტიდანაც იზრუნებს“,- განაცხადა სულიკო მიქელაძემ.