დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ქართული მეჩაიეობის

დარგის მხარდაჭერის კამპანიას განაგრძობს

დღეს, პარტიის ლიდერები ქობულეთში ჩავიდნენ, სადაც ადგილობრივ მეჩაიებს შეხვდნენ. კახა კუკავას განცხადებით, საქართველოში არსებულმა თავისუფალმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყნის მრეწველობა უკიდურესად დააზარალა, რამაც უამრავი საწარმოს შეფერხება და საბოლოო ჯამში გაჩერებაც კი გამოიწვია.

თავისუფალი საქართველოს ლიდერის თქმით, საქართველოს მრეწველობა და ეკონომიკური მიმართულებები ნეოლიბერალური პოლიტიკის მსხვერპლია.

ათწლეულებია რაც საქართველოში, ადგილობრივი მრეწველობის ნგრევა და სამუშაო ადგილების მასიური გაუქმება მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ფაბრიკა-ქარხნები ჯართის ფასად გაიყიდა, ხოლო რაც გადარჩა, იმდენად მიზერულია, რომ ამ საწარმოებში მუშახელის მცირე ჯგუფებიღა შემორჩა. არადა იყო დრო, როდესაც ათიათასობით ადამიანი იყო დასაქმებული და ქვეყანაში დიდი რაოდენობის საექსპორტო პროდუქციაც კი იქმნებოდა“, - განაცხადა კახა კუკავამ ქობულეთის ჩაის ფაბრიკაში შეკრებილ ადამიანებთან.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ შემოქმედელ მეჩაიეებთან ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის საფუძველზეცთავისუფალი საქართველოიღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მიმართოს ინიციატივებით, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მათ შორის იგულისხმება: იმპორტისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შეზღუდვა სხვადასხვა სამართლებრივი და ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, ასევე ადგილობრივი, ქართული წარმოების წახალისება სხვადასხვა საგადასახადო შეღავათებით, თუ პირდაპირი სუბსიდირების გზით. კუკავას განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“, ასევე ორგანიზებას გაუწევს ქართული პროდუქტების პოპულარიზაციის მხარდამჭერ ფართომასშტაბიან კამპანიას.

მეჩაიეებთან შეხვედრისას, სიტყვა ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმაც წარმოთქვა.

რუსუდან ოქროპირიძის განცხადებით, „თავისუფალი საქართველოერთადერთი პარტიაა, რომელიც ქართული წარმოების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

ჩვენ ნეოლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ ღიად ვიბრძვით. მზად ვართ, ამ პოლიტიკის ზეწოლისგან, ასევე დავიცვათქობულეთური ჩაი“, რომლის პროდუქციას საქართველოში თითქმის არავინ იცნობს, სამაგიეროდ კი, მაღაზიის დახლები იმპორტირებული უხარისხო ნაწარმით არის გაჯერებული. ჩვენი პარტიისთვის ასეთი მიდგომა მიუღებელია. იმედი მაქვს, 31 ოქტომბრის არჩევნებში აუცილებლად მოვიღებთ ამომრჩევლების სათანადო მხარდაჭერას, რის საფუძველზეც ჩვენი გუნდი, უკვე საკანონმდებლო დონეზე გაუწევს ლობირებას ქართულ მრეწველობას “,- განაცხადა რუსუდან ოქროპირიძემ.