პარლამენტი განიხილავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გიორგი მიქაუტაძის არჩევის საკითხს.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის კანდიდატურა არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენილ სიაში. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საუბარია პირზე, რომელიც წლების მანძილზე ზურაბ ადეიშვილის დაკვეთების შემსრულებელი იყო და მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ დანაშაულში.
სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ, საუბარი მიდის არა მიქაუტაძის პასუხისგებაში მიცემაზე, არამედ მის დაწინაურებაზე, რაც სასამართლო სისტემის საბოლოო დასამარება იქნება.
„თავისუფალი საქართველო“ პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი მიქაუტაძის კანდიდატურას.