დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ამირან გამყრელიძეს და თენგიზ

ცერცვაძეს პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაციაზე იწვევს

ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებაში, ბევრს დასწყვიტა გული ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის ხილვამ მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე. ეს გულდაწყვეტა გამოიწვია საზოგადოების უაღრესად პოზიტიურმა განწყობამ ცნობილი ექიმების, როგორც პოლიტიკური პროცესის მიღმა მდგომი პროფესიონალების მიმართ.

ამასთან, როგორც მათ თავადაც განაცხადეს, ისინი საზოგადოების აპოლიტიკურ ნაწილს მიეკუთვნებიან და ღონისძიებაზეც მხოლოდ მიწვეული სტუმრების რანგში იმყოფებოდნენ.

ამდენად, „თვისუფალი საქართველო“ ბატონ გამყრელიძეს და ბატონ ცერცვაძეს ვიწვევთ ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატების პრეზენტაციაზეც. 22 ივლისს, 15:00 საათზე ქარელში გაიმართება „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა  და იმედს გამოვთქვამთ, ცნობილი ექიმები ასეთივე ყურადღებას გამოიჩენენ შიდა ქართლის მოსახლეობის მიმართაც.