დღეს, „თავისუფალმა საქართველომ“ ქუთაისის რეგიონალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ტყეებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე.
რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი კანდიდატის, პაატა მაცაბერიძის განცხადებით, ქართული ტყე გადასარჩენია.
„ტყეებთან არსებული პრობლემა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ერთის მხრივ ტყეები უმოწყალო გაჩეხვას უნდა გადავარჩინოთ, მეორეს მხრივ კი, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ტყეების გამოხშირვა დაავადებული ხეებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება“,- განაცხადა მაცაბერიძემ.
არსებული პრობლემის მოგვარებას „თავისუფალი საქართველო“ ტყეების სწორი მეთოდით გამოხშირვაში ხედავს.
მაცაბერიძის აზრით, ტყეებს აუცილებელი სანიტარული ჭრა სჭირდება.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს გამოსახშირი ხეების მონიშვნა, რომელსაც შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა თავად მოჭრის და მიზანმიმართულად გამოიყენებს.მოსახლეობა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში თავად გადწყვეტს, მოპოვებული მასალა გაყიდოს, თუ მისგან თუნდაც კოტეჯის ტიპის ნაგებობები ააშენოს.
ჩვენი იფორმაციით, დღეისათვის მჯელობა მიდის იმაზე, რომ მოჭრილი ხეები ე.წ. „საქმიანი ეზოს“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გადაეცეთ, რომლებიც ხე-ტყის ბიზნესში არიან ჩართულნი.
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიმე ბიზნესმენის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ხალხმა საკუთარი სიმდიდრე თავად უნდა განკარგოს“,- განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.