დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ ბათუმში მაღალსართულიანი

კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს

ბათუმში, ზვღის პირას მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ანთაძე:

„ზღვის პირას ცათამბჯენების მშენებლობის პროცესს, ბათუმში საზოგადოების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება, თუმცა ხელისუფლებისათვის საზოგადოების პროტესტის შინაარსი უინტერესოა.

არსებული პროექტი არ მოდის შესაბამისობაში ეკოლოგიური მდგომარეობის და ურბანული კონდიციის მოცემულობასთან. ამას ადასტურებს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნებიც, თუმცა ხელისუფლება ითვალისწინებს მხოლოდ მისთვის მისაღებ დასკვნას.

ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არსობრივად უნდა წარმოადგენდეს ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას  მთავარ ინდიკატორს. სწორედ, ამ ჭრილში უნდა იქნეს გააზრებული, კონკრეტული პროექტის სარგებლისა და ზარალის შეფარდება. ეს პროექტი კი ქალაქისთვის მხოლოდ ზარალის მომტანი იქნება.

საჭიროა ბათუმის და არა მხოლოდ ბათუმის მცხოვრებლების გაერთიანება ერთი მიზნის ირგვლივ, რაც გულისხმობს ქალაქის დაცვას სახიფათო პროექტებისგან და კრონიკაპიტალიზმისგან.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ აჭარის ორგანიზაცია სოლიდარობას უცხადებს საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც ბათუმის დამახინჯებას აპროტესტებს და  ამ კამპანიას უერთდება ადგილობრივი, მინი-ოლიგარქების დამაზარალებელი ქმედების  წინააღმდეგ“ - აცხადებს ნიკოლოზ ანთაძე.