დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ კომერციულ ბანკებს მოუწოდებს

ადამიანების მიმართ მეტი ჰუმანურობა გამოიჩინონ

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ მიიღო ინფორმაცია ქუთაისში, განათლების ქუჩაზე მცხოვრები 86 წლის ქალბატონისაგან, რომ მას, ერთ-ერთი ბანკის მოთხოვნით, რომელსაც ამ ეტაპზე შეგნებულად არ ვასახელებთ, ელექტრო ენეგრიის და ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

მოხუცი ქალბატონი ერთადერთ სახცოვრებელში, რომელიც ბანკმა იძულებით აუქციონზე შეიძინა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილიშვილთა ერთად ცხოვრობს. კომუნალური მომსახურების შეწყვეტა კი, არა გადასახადის გადაუხდელობის, არამედ ბანკის წინაშე სასესხო დავალიანების გამო მოხდა.

საონტერესოა, რომ როდესაც კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში საჯარო და კერძო სექტორი სხვადასხვა ინიციატივებით გამოვიდნენ, ერთერთი პირველი ზწორედ  ზემოთხსენებული ბანკი იყო. 

„თავისუფალი საქართველო“ მოუწოდებს კომერციულ ბანკებს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გამოიჩინონ მეტი ჰუმანურობა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი საქართველოს მოსახლეობის მიმართ, იმის მიუხედავად ისი ბანკის პრობლემური კლიენტები არიან, თუ სხვა სახის პარტნიორები.