დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“ თბილისში კიდევ

ერთ მაღალსართულიან მშენებლობას აპროსტესტებს

15 ივნისს თხინვალას დასახლებაში (ლისის ტბის მიმდებარედ) „თავისუფალმა საქართველომ“ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. მოქალაქეები აქ არსებული სპორტული მოედნის შენარჩუნებას მოითხოვენ, რომელიც თბილისის მერიამ კიდევ ერთი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ინვესტორს გადასცა.

აღსანიშნავია, რომ სპორტულ მოედანს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თხინვალას დასახლების მოსახლეობისთვის, რადგან მას იყენებს ბავშვებისგან შემდგარი ადგილობრივი ფეხბურთის გუნდი, რომელსაც აქ მცხოვრები მწვრთნელი უსასყიდლოდ, მოხალისეობრივად ავარჯიშებს. მოსახლეობა სტადიონის რეაბილიტაციას ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროიდან ითხოვს, მაგრამ ამის საპასაუხოდ, თბილისის ადმინისტრაციამ მისი დემონტაჟის და მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის  გადაწყვეტილება მიიღო.

საპროტესტო აქცია ადგილობრივების ინიცატივით და „თავისუფალი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ შეკრებილებს მერიასთან კომუნიკაციისას შუამდგომლობა და ყველა სხვა საჭირო სამართლებრივი დახმარება აღუქთქვა.

„თავისუფალი საქართველო“ თბილისის მერიისგან თხინვალას სტადიონის გასხვისების გადაწყვეტილების შეცვლას და მის რეაბილიტაციას ითხოვს. პარტია აღნიშნულ საკითხზე მერიის შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაციას უახლოეს დღეებში დაიწყებს და საზოგადოებას რეგულარულად აცნობებს საკითხის მიმდინარეობის შესახებ.