დაფინანსება

„თავისუფალმა საქართველომ“ ახალი კამპანია

დაიწყო - „შეიძინე ქართული“

თავისუფალი საქართველო ქართული პროდუქციის შექმნის მხარდასაჭერ, სრულიად ახალ კამპანიას იწყებს. იაფი მედიკამენტების პროგრამის შემდეგ, „თავისუფალი საქართველო ნოვატორული ინიციატივით გამოდის და საქართველოში, მეჩაიეობის დარგის რეაბილიტაციასა და მის განვითარებას გულისხმობს.

პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, თავისუფალმა საქართველომ კომპანია ტყიბულის ჩაი-სთან, უკვე გააფორმა შეთანხმება, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქართული ჩაის დისტრიბუციას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოში ათასობით ჰექტარი ჩაის პლანტაცია განადგურდა, რის შედეგადაც ათიათასობით ადამიანი (როგორც სამრეწველო, ისე აგრალურ სექტორში) უმუშევარი დარჩა, პროდუქციის ადგილი კი, ირანიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულმა უხარისხო პროდუქციამ დაიკავა.

ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ეროვნული პროდუქციის განვითარებას და ქართული ნაწარმი შეიძინონ,- განაცხადა კახა კუკავამ.

თავისუფალი საქართველო თავმჯდომარის აზრით, ყოველი შეძენილი ქართული პროდუქტი იმას ნიშნავს, რომ ქართველი დედები ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში ძიძებად აღარ გაემგზავრებიან და საკუთარი შვილების მოვლისა და აღზრდის საშუალება თავად ექნებათ.

ჩვენ ტყიბულის ჩაი-სთან თანამშრომლობას განვაგრძობთ და ეს თანამშრომლობა, მხოლოდ ერთ კომპანიასთან ურთიერთობას არ გულისხმობს. მზად ვართ ჩაის ყველა მწარმოებელთან აქტიურად ვიურთიერთოდ, ასევე ქართული პროტუქტების ყველა მწარმოებელთან.

თავისუფალი საქართველო ყველა სავაჭრო სუბიექტს მოუწოდებს, რომ თავიანთ დახლებზე ქართული პროდუქცია პრიორიტეტულად განათავსონ,- აღნიშნა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, დღეს პირველი ასეთი მაღაზია, სადაც უპირატესად ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი - თბილისში, უზნაძის 105-ში გაიხსნა.

თბილისელებსა და მის სტუმრებს, განსაკუთრებით კი, დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას მოვუწოდებ, მობრძანდნენ აღნიშნულ მისამართზე და შეიძინონ ქართული პროდუქცია.

2020 წლის არჩევნებში მიღებული მხარდაჭერის მიხედვით, თავისუფალი საქართველო გეგმავს საკანონმდებლო პაკეთის შეტანას, რომელიც ადგილობრივი წარმოების წახალისებას და იმპორტის შეზღუდვას უზრუნველყოფს, რაც საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის ერთადერთი, უალტერნატივო სტრატეგიაა,- განაცხადა კახა კუკავამ.

აღნიშნული კამპანიის შესახებ სრული ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ თავისუფალი საქართველო ვებ. გვედზე:  www.freegeorgia.ge/products.