დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ეროვნულმა ბანკმა

საბანკო რეგულაციებს უნდა გადახედოს

„თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, შოთა მაქაცარია „ბიზნეს პრეს ნიუსში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც: მიკრო საფინანსო ორგანიზაციების მოგება 2020 წლის პირველ კვარტალში 29.2% გაიზარდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2018 წლის მონაცემთან მიმართებაში 64.5% ზრდა აჩვენა:

„აღნიშნული ციფრების ზრდა საგანგაშოა იმ ფონზე როდესაც მიკრო საფინანსო ორგანიზაციებში საპროცენტო განაკვეთი საგრძნობლად მაღალია ბანკებთან შედარებით. ეს გამოწვეულია იმ საბანკო ბიუროკრატიით რომელიც ეროვნულმა ბანკმა შემოიღო 2019 წელს, კერძოდ კი ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულება, რამაც ბანკებს სესხის გაცემა „გაურთულა“,  ამის შემდგომ მოსახლოება იძულებული გახდა მიმართოს კერძო მევახშეებს და მიკრო საფინანსო ორგაიზაციეს, სადაც პროცედურა გაცლიებით მარტივია. თუმცა როგორც მევახშეების ასევ ბანკების და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, მსესხებელი ყოველთვის წაგებულ პოზიციაშია, სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო. ხოლო ბანკები, მიკრო საფინანსო ორგანიზაციები და მევახშეები ყოველ დღიურად მდიდრდებიან, რისი შედეგიც  არა ერთხელ ვიხილეთ: დრაკონული საპროცენტო განაკვეთის გამო მოსახლეობა ქუჩაში რჩება, საცხოვრებელი სახლების გარეშე.

იმისათვის რომ ამ კრიზისულ პერიოდში თავიდან ავირიდოთ მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება ბანკების, მიკრო საფინანსო ორგანიზაციების და კერძო მევახშეების გამდიდრების ხარჯზე ჩვენ „თავისუფალი საქართველო“ მივიჩნევთ რომ აუცილებელია, ეროვნულმა ბანკმა  გაუქმოს რეგულაცია შემოსავალის დადასტურებასთან დაკავშირებით რაც ბანკებს უზღუდავს სესხის გაცემას ე.წ „დაუდასტურებელ შემოსავალზე“, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვით დასაქმებულია და შემოსავალს იღებს ხელზე. ამავდროულად ბანკებს და საფინანსო ორგანიზაციებს უნდა დაუწესდეთ მკაცრი საპროცენტო ზღვარი.“ - აცხადებს შოთა მაქაცარია.