დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ იურისტებმა მორიგ

შრომით დავაში გაიმარჯვეს

11 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოქალაქე ნატო ნოდარიშვილის სასამართლო დავა დასრულდა, რომელიც 2018 წელს ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. პროცესზე ნოდარიშვილის ინტერესებს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ ომანიძე იცავდა.

თითქმის, ორწლიანი დავა ნოდარიშვილის გამარჯვებით დასრულდა. სასამართლომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ სცნო და ის სამუშაოზე აღადგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ასევე აუნაზღაურდება 2 წლის სახელფასო დავალიანება.

პარტია „თავისუფალი საქართველო“ შრომითი უფლებების დასაცავად მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს. პარტიის იურისტები სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ პირებს ყველა საჭირო კონსულტაციას გაუწევენ და მათ ინტერესებს სასამართლო პროცესებზე დაიცავენ.