დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენა, ან

„ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება, მარნეულის მოვლენებს თბილისშიც გამოიწვევს

რაც მეტად ვუახლოვდებით საპარლამენტო არჩევნებს, მით უფრო იზრდება ქვეყნის კატასტროფისა და ამავე დროს ქვეყნის გადარჩენის შანსი. ეს მოცემულობა ახლა თანაბრად არსებობს, ხოლო საქართველო, თუ რომელი გზით წავა, ეს მისი მოსახლეობის არჩევანზეა დამოკიდებული. ჩვენმა საზოგადოებამ კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ხელისუფლებაშიქართული ოცნების დარჩენა, ანნაციონალური მოძრაობისდაბრუნება მარნეულის მოვლენებს თბილისში, გამოიწვევს, რომელმაც საბოლოო ჯამში შესაძლოა მთელი საქართველო მოიცვას“,- ეს განცხადება დღესთავისუფალი საქართველოლიდერმა, კახა კუკავამ ვაზისუბანში შეკრებილი მხარდამჭერების წინაშე გააკეთა.

მისი თქმით, წინა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებიქვის სროლის პოლიტიკასდღემდე ვერ გასცდნენ.

ორივე ძალა დეკლარირებს, რომ პროევროპული მიმართულების ძალებს განეკუთვნება, მაგრამ მოდით შედეგებით ვიმსჯელოთ და არა მათ მიერ გაჟღერებული სიტყვებით. თითქმის 30 წელია, რაც საქართველო ძალადობას უყურებს. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ქვეყანა ზუსტად ამ რეჟიმში ცხოვრობს. ჯერ იყო და ეროვნული მთავრობა, შევადნაძისმოქალაქეთა კავშირმაანტიკონსტიტუციური გზით ჩაანაცვლა, შემდეგ ქვეყნის სათავეშინაციონალურ მოძრაობადგარდაქმნილი, ისევმოქალაქეთა კავშირიმოვიდა, ხოლო ამის შემდეგ, სახელმწიფოს სათავეში, უკვექართული ოცნებაა“, რომელიც კვლავნაციონალური მოძრაობისგანპორტირებული ადამიანებითაა დაკომპლექტებული, საბოლოო ჯამში კი ქვეყანა, ახლაც მოქალაქეთა კავშირის ფესვებიდან იმართება, ამიტომაცაა რომ საქართველო ეროვნული პოლიტიკის მაგივრად ნეოლიბერალური კურსითვითარდება“, რამაც მთელი ჩვენი საზოგადოების სულიერი და მატერიალური გაკოტრება გამოიწვია. საზოგადოებაში გაჩნდა უიმედობა, სკეფტიციზმი, იმატა აგრესიამ, მომავალი თაობა კი, რომელიც ხვალინდელი ძლიერი სახელმწიფოს გარანტი უნდა იყოს - შიმშილობს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყოველ მე-3, მე-4 ბავშვს ელემენტარული საკვები აკლია. საქართველო, აფრიკის ქვეყნების მონაცემებს გაუტოლდა. აი, რა მოჰყვა ეროვნული ძალების დამხობას ფსევდო პატრიოტების მხრიდან, რომლებიც დღეს ისევ მიდიან მოსახლეობასთან და ლამაზი დაპირებებით, კვლავ საარჩევნო ხმებს თხოვენ“, - აღნიშნა კახა კუკავამ.

თავისუფალი საქართველოლიდერს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ, დღეს ყველაზე მეტად უნდა გამოიჩინოს პრინციპული გადაწყვეტილება და ქვეყნის ორივე მოძალადე ძალას ხელისუფლებაში მოსვლაზე უარი უნდა უთხრას.

ხმა მიეცით პატრიოტებს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც სამი ათეული წელია ქვეყანაზე და მის მოსახლეობას ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობენ. ხმა მიეცითთავისუფალ საქართველო“, საქართველოს რეალური თავისუფლებისთვის”,- განაცხადა კახა კუკავამ.