პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმიანება, უცხოეთიდან ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესს და გვინდა განვაცხადოთ, რომ სამწუხაროდ უკვე იკვეთება ზემოაღნიშნულ პროცესში გარკვეული ჯგუფების კორუფციული ინტერესები:
მიუხედავად იმისა, რომ ვიზიარებს, მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, ემიგრანტები დააბრუნოს ეტაპობრივად, საკარანტინე სივრცეების მოწყობის პარალელურად, გვესმის რომ ეს არის მძიმე გადაწყვეტილება, თუმცა - ლოგიკური. ამასთან სრულიად აშკარაა, რომ ადგილი აქვს ერთის მხრივ, კორუფციულ პროცესს ემიგრანტების ავიარეისებით საქართველოში დაბრუნების პროცესში, ხოლო მეორემ მხრივ, გარკვეულ პოლიტიკურ ჯინიანობას.
კონკრეტულად, ბერლინი-თბილისის რეისთან დაკაშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ როცა დაინიშნა პირველი რეისი, ჩვენ გერმანიაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართველი ემიგრანტების თხოვნით დავუკავშირდით, როგორც დიპლომატიურ უწყებას, აგრეთვე ავიაკომპანიას და მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 აპრილის რეისზე ბილეთები უკვე წინასწარ გაყიდული იყო კომერციული მგზავრებისათვის პანდემიის გამოცხადებამდე. შესაბამისად ონლაინ გაიყიდებოდა მხოლოდ 10 ბილეთი, რასაც აგრეთვე გაგებით მოვეკიდეთ. ამასთან მივიღეთ გარანტია, როგორც კომპანიისაგან, ასევე დიპლომატიური უწყებისგან, რომ 12 აპრილის რეისზე ბილეთები გაიყიდებოდა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში და ბილეთების გაყიდვა დაიწყებოდა 2 დღით ადრე - 10 აპრილიდან.
სამწუხაროდ, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ არცერთი ბილეთი ონლაინ გასაყიდად არ გამოტანილა, ხოლო კომპანიამ გაავრცელა იგივე განცხადება, რაც გაავრცელა 2 აპრილის რეისზე, რომ ეს ბილეთები პანდემიის გამოცხადებამდე იყო გაყიდული, თუმცა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის სიცრუე, ვინაიდან 2-დან 10 აპრილამდე შუალედში კომპანიაც და დიპლომატიური უწყებაც აცხადებდნენ, რომ 12 აპრილის ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთები გამოტანილი იქნებოდა მთლიანად ონლაინ გაყიდვაში.
ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, კონკრეტულად ამ რეისზე და სხვა სპეცრეისზე ადგილი ჰქონდა თუ არა კორუფციულ დარღვევებს შესაბამისი პირების მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ აუცილებელია, ვინაიდან უკვე გავიდა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი და მთავრობას წესით მოგვარებული უნდა ჰქონდეს საკარანტინე სივრცეებთან დაკავშირებული საკითხები, გაიზარდოს სპეცრეისების რაოდენობა.
გარდა საკარანტინე სივრცეების მოწყობისა, მთავრობამ უნდა განმარტოს, არის თუ არა სხვა პრობლემებთან დაკავშირებული ემიგრანტების დაბრუნება. ემიგრანტები თვითონ იხდიან ბილეთის კომერციულ ფასს -200 ევროს და გაუგებარია სჭირდება თუ არა ამ პროცესს ე.წ „სააკაშვილის ფონდის“ ან რომელიმე სხვა დონორის დახმარება. თუ ასეთი დახმარება საჭიროა, რატომ არ ახორციელებს მას StoPCoV ფონდი, რომელშიც ოფიციალური განცხადებების მიხედვით 120 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და თუ ეს ფონდიც საკმარისი არაა, ვთხოვთ საგარეო უწყებას და ავიაკომპანიას განმარტონ, კონკრეტულად რა რაოდენობის სუფსიდია არის საჭირო სპეცრეისების ორგანიზებისათვის. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველო“, ასევე, დარწმუნებულნი ვართ, ბევრი სხვა კომერციული თუ არაკომერციული სუბიექტი ჩაერთვება რეალურ და არა ტელეეკრანებისათვის განკუთვნილ ქველმოქმედებაში.