დაფინანსება

„თავისუფალი საქართველო“: სააკაშვილის ბოდიშებს

მეტი კონკრეტიკა სჭირდება

თავისუფალი საქართველო ლიდერი კახა კუკავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, საჯარო ბოდიშს ეხმაურება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბოდიშის, მას არ სჯერა.

პირადად მე ამ ბოდიშების გულწრფელობის არ მჯერა და ყველანი კარგად ვხვდებით, რომ ყალბია, თუმცა დასავლურ პოლიტიკურ პრაქტიკაში ბოდიშების მოხდის ფორმა არსებობს.

ამ შემთხვევაში ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა აღინიშნოს. პირველი-ბოდიშებს იხდიან დამნაშავეების მემკვიდრეები. რა თქმა უნდა, ჰიტლერისგან და ნაცისტებისგან ბოდიშს ვერავინ ვერ მიიღებდა, თუმცა თანამედროვე გერმანია, მერკელის სახით, ახლაც იხდის ბოდიშს იმ ფაშიზმის გამო, რომელიც გერმანიაში, ჰიტლერის დროს არსებობდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ისევე, როგორც იაპონიის მთავრობა დღემდე იხდის ბოდიშს.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოდიშს წინ უსწრებს ხოლმე მართლმსაჯულება. როდესაც ჩვენ, თავად დამნაშავეები გვესაუბრებიან იმის შესახებ, რომ ბოდიშს იხდიან, ეს გაუგებარია, რადგან ერთი მხრივ, ის ბოდიშს იხდის, ხოლო მეორე მხრივ, ის უარს ამბობს წარსდგეს კანონის წინაშე და პასუხი აგოს იმ ჩადენილი დანაშაულებებისთვის. ეს კი, ცხადია, რომ ამ ბოდიშს ყველანაირ ნდობას უკარგავს,- განაცხადა კახა კუკავამ.

თავისუფალი საქართველო ლიდერმა ყურადღება სააკაშვილის წინა წლებში გაკეთებულ განცხადებებზეც გაამახვილა.

რთული არ არის ამოვკრიბოთ სააკაშვილის განცხადებები, რომელიც მან, თუნდაც ბოლო რვა წლის განმავლობაში გააკეთა. სააკაშვილი ხშირად იმეორებდა, რომ მისი ოპოზიცის წარმომადგენლები რუსეთის ჯაშუშები იყვნენ, ასევე ამბობდა, რომ 26 მაისის აქციის მონაწილეები კარგად იყვნენ დასანაყები, ასევე გირგვლიანზე, რობაქიძესა და ვაზაგაშვილზე სულ ბანდიტები უძახია. ამიტომ კარგი იქნება, სააკაშვილმა თუ არა, ნაციონალურმა მოძრაობამ მაინც ჩამოწეროს, რაზე იხდიან ბოდიშს და რაზე არა.

პირადად მე ძალიან მაინტერესებს, მიიჩნევენ თუ არა, რომ გირგვლიანის მკვლელები მაშინდელმა პრეზიდენტმა უსამართლოდ შეიწყალა, ასევე მაინტერესებს, 7 ნოემბერი რუსეთის მიერ მოწყობილი შეთქმულება იყო, თუ ბოდიშს იხდიან, რომ მშვიდობიანი მანიფესტაცია უმოწყალოდ დაარბიეს, ანალოგიური მოხდა 26 მაისთან დაკავშირებითაც. მაინტერესებს აღიარებენ, თუ არა 2008 წელს ჩატარებული არჩევნების გაყალბებას და ასევე მაინტერესებს, აღიარებენ თუ არა იმას, რომ ანგრევდნენ ეკლესიას და მის შიგნით ოპერატიულ საქმიანობას აწარმოებდნენ.

ამ კონკრეტული შეფასებების გარეშე, მხოლოდ ზოგადი საუბრებით, რომ ჩვენ შეცდომები გვქონდა, არა გულწრფელი და არასერიოზულია,-აღნიშნა კახა კუკავამ.