„თავისუფალი საქართველო“ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ „ქართული ოცნების“ რიგების დატოვების ფაქტს ეხმაურება.
კახა კუკავას განცხადებით, სოსო გოგაშვილის მაგალითი არის იმის ნათელი დასტური, თუ რას ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ იმსახურო და აკეთო ყველანაირი სიბინძურე.
„საბოლოო ჯამში „ქართულმა ოცნებამ“ გოგაშვილი ისე მოისროლა, როგორც ძალიან ბევრს მოექცა აქამდე. დღეს პრაქტიკულად გოგაშვილი ახალი ხელისუფლებისთვის გამზადებული კრიმინალია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს, ვინც ნებისმიერი ხელისუფლებისაგან უკანონო დავალებებს მიიღებს და განახორციელებს მას“,-განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.
კახა კუკავა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ვაკის რაიონში იყრის.