დაფინანსება

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები სოფელ

დუისის მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს, „თავისუფალი საქართველოლიდერები სოფელ დუისის მოსახლეობას შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან ერთად, პარტიის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, „თავისუფალი საქართველოერთადერთი პარტიაა, რომელიც მთლიანად ეროვნულ ინტერესებს ეფუძნება და ნეოლიბერალური ღირებულებებისგან შორს დგას.

დღეს ბევრი პარტია ცდილობს საზოგადოების გულის მოგებას. მათი ლიდერები ამტკიცებენ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვიან, თუმცა სამართალი მას შემდეგ გაახსენდათ, რაც წინა და არსებულ ხელისუფლებებთან ბიზნეს ინტერესები ვერ გაიყვეს და ვერც საკუთარი პოლიტიკური ამბიციები დაიკმაყოფილეს.

საინტერესოა, სად იყვნენ ეს ადამიანები მანამდე, როდესაც ჩვენ მევახშეობის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ასევე საინტერესოა, რატომ არ საუბრობდნენ მედიკამენტებზე ფასების დაკლებაზე მაშინ, როდესაც ჩვენ საკუთარი ძალებით ვცდილობდითიაფი მედიკამენტების პროგრამისამოქმედებას, რაც წარმატებით განვახორციელეთ კიდეც. ასევე საინტერესოა, სად იყვნენ ის პოლიტიკოსები, როდესაც ჩვენ წინა ხელისუფლებას უმწვავესად ვაკრიტიკებდით, ხოლო არსებულს, დღიდან მისი ქვეყნის სათავეში მოსვლისა, ოპოზოზიციაში ვუდგავართ“. - ამ სიტყვებით მიმართა დღეს დუისელ მხარდამჭერებს პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, საქართველოში, წლების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური მასკარადი უნდა დასრულდეს და ეს დასასრულის დასაწყისი საქართველოს მოსახლეობამ უნდა განახორციელოს.

ყველაზე დიდი ძალაუფლება ხალხს გააჩნია და მის გადაწყვეტილებას ვერავინ შეცვლის. სწორედ თქვენზეა დამოკიდებული ხვალ როგორ ქვეყანაში იცხოვრებთ, იქნებით იმ ფარსის მაყურებელი, რომელსაცქართული ოცნებადანაციონალური მოძრაობაგვთავაზობენ, თუ დავიწყებთ რეალური სახელმწიფოს მშენებლობას, რომელიც ყოველი ჩვენგანის იმედი და სტიმული იქნება“,- განაცხადა კახა კუკავამ.

დღესვე, სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც მიმართა.

როგორც მაია წერეთელმა განაცხადა, „თავისუფალი საქართველოსაზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული პარტიაა, რომელსაც ხალხი - წინასაარჩევნოდ არ გახსენებია.

პოლიტიკურ პარტიებს, მხოლოდ ახლა გაახსენდათ ხალხის დავალებების შესრულება, ზოგიერთები კი აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ადამიანების აზრი მოისმინონ, თუკი მათ, თავად ეს მხარდამჭერები დაუკავშირდებიან.

რასაც ახლა სხვა პარტიები ცდილობენ, „თავისუფალი საქართველოამას წლებია აკეთებს, ამიტომ ჩვენ უკეთესად ვიცით რა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და რა იქნება მისთვის ეფექტური დახმარების საშუალება“,-აღნიშნა მაია წერეთელმა და იმედი გამოთქვა, რომ 1 ნოემბრიდან ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი დაიწყება, რომელშიც აქტიურ მონაწილეობასთავისუფალი საქართველო“, უკვე საკანონმდებლო ორგანოდან მიიღებს.