გარდაიცვალა ეროვნული მოძრაობის ვეტერანი, ტრაგიკული ბედის ქალბატონი ჟანა რეხვიაშვილი. 1992 წლის 3 იანვარს "მხედრიონმა" მშვიდობიანი მიტინგის მხეცური დარბევის დროს მოუკლა შვილი - გივიკო რეხვიაშვილი. მეორე შვილი გარდაეცვალა მოგვიანებით.
წლების მანძილზე იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისთვის, არც წინა და არც დღევანდელი ხელისუფლების სასამართლომ და პროკურატურამ არ აღირსეს პასუხი მის მრავალრიცხოვან განცხადებებს, რომელიც ახლაც განხილვის რიგს ელოდება (მისი გარდაცვალების გამო სავარაუდოდ დაიხურება).
არც სიკვდილში ჰქონია ბედი ქალბატონ ჟანას, მის დაკრძალვას ბოლნისში ვერ დაესწრებიან ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და ფართო საზოგადოება.
უფალმა დაუმკვიდროს ადგილი სასუფეველში.