დაფინანსება

არასაპარლამენტო პოლიტიკური

პარტიების განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მეთაურის - ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას:

  • ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიას;
  • მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინის კანონიერად არჩეულ მთავრობას.
  • ჩვენთვის გასაგებია საქართველოს შესაძლებლობების შეზღუდულობა რეალური დახმარება აღმოუჩინოს უკრაინულ მხარს. ასევე გასაგებია სიფრთხილე, რომელსაც იჩენს მთავრობა საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ინტერესების დასაცავად, მაგრამ იმავდროულად მიუღებლად და დაუშვებლად მიგვაჩნია რუსეთის ფაქტიურად მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება, რაც ეწინააღმდეგება არა მხოლოდ მორალურ ღირებულებებს, არამედ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამასთანავე, ამგვარი მიდგომა შექმნილ ვითარებაში პრაგმატული კუთხითაც დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსათვის.
  • მოვუწოდებთ მმართველ პარტიას მნიშვნელოვანი საერთაშორისო განცხადებების შემუშავების პროცესში კონსულტაციები ჩაატაროს საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიებთან საქართველოს სახელით ერთიანი პოზიციის ფორმირებისათვის.
  1. ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია
  2. თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა
  3. თავისუფლება - მალხაზ გორგასლიძე
  4. სამართლიანობისთის - ეკა ბესელია
  5. სამოქალაქო ალიანსი - ზურაბ ხარატიშვილი
  6. ტრადიციონალისტთა კავშირი - აკაკი ასათიანი
  7. ქართული არჩევანი - ბეჟან გუნავა
  8. ქრისტიან-დემოკრატები - გოჩა ჯოჯუა