დღეს ლიბერთი ბანკის სათავო ოფისის წინ ბრიფინგი გამართა თბილისის მერობის კანდიდატმა
კახა კუკავამ.
მან ჟურნალისტებს წარუდგინა ლიბერთი ბანკის ერთ-ერთი ხელშეკრულება
კლიენტთან რომელიც წლიურ 49%-ზეა გაფორმებული.
“ეს არ არის საბანკო ბიზნესი, ბანკების ფუნქცია ყველა ნორმალურ ქვეყანაში არის ეკონომიკის
დაფინანსება, საქართველოში კი ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ამოცანა არის
მევახშეობა, ანუ ისეთი სესხების გაცება რომელიც წინასწარ ცნობილია რომ ვერ დაიფარება და
შემდგომში ადამიანებისთვის ამ სესხების სანაცვლოდ ბინების მანქანების და ოქროულობის
წართმევა. 49%-იანი კრედიტს თქვენ ვერ ნახავთ მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში, აფრიკის ჯუნგლებში მდებარე სახელმწიფოებშიც კი სადაც კანიბალიზმი ჯერ ბოლომდე არ არის აკრძალული
49%-იანი კრედიტები აკრძალულია. მაგრამ საქართველოში ეს შესაძლებელია ვინაიდან, "ლიბერთი ბანკის" დამფუძნებელი არის ირაკლი რუხაძე, რომელიც იმავდროულად არის ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის ტელეკომპანია იმედის დამფუძნებელი. ეს არის უტიფარი კორუფცია, ერთი ხელით რუხაძე წამლავს საზოგადოებას პროპაგანდისტული ტყუილებით, ხოლო მეორე ხელით ამ ტყუილების სანაცვლოდ ქოც რეჟიმისგან იღებს პენსიონერების და ზოგადად საქართველოს მოქალაქეების ძარცვის უფლებას.
ჩვენ წლებია ვებრძვით საბანკო მაფიას საქართველოში, და გარკვეულ წარმატებებსაც მივაღწიეთ.
შევაჩერებთ ასობით იძულებითი გამოსახლება და აუქციონი, თუმცა ზღვაში წვეთია. იმისთვის რომ
ბოლო მოიღოს ბანკების დიქტატურას საქართველოში, ყველაზე მოკლე გზა არის არჩევნებში "თავისუფალი საქართველოს" გამარჯვება.
აქვე შეგახსენებთ რომ ზაფხულში საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაასრულა ჩვენი სარჩელის
განხილვა, ლიბერთი ბანკის, და ზოგადად ქართული საბანკო სისტემის წინააღმდეგ, პრაქტიკულად
სასამართლოზე დადასტურდა რომ ბანკების მიერ სესხების გაცემა ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილ საბაზრო განაკვეთის ზემოთ არის ანტიკონსტიტუციური, უბრალოდ სასამართლო
ელოდება არჩევნების დასრულებას და სავარაუდოდ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ
გამოაცხადებს.”
“თავისუფალი საქართველოს” საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებს სესხებზე წლიური განაკვეთის
6%-მდე შემცირებას, ნულოვანი აუქციონების და იძულებითი გამოსახლებების პრაქტიკის
აკრძალვას.